პოლიტიკა

ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს

08.06.16 14:50


აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად აშშ მუშაობს ევროპის ყველა ქვეყანასთან იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მომავალ თვეს გახანგრძლივდეს.

„დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის რეფორმირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ჩვენი პარტნიორების მდგრადობის გასაძლიერებლად, 2017 ფინანსურ წელს ჩვენ მოვითხოვეთ 787 მილიონი დოლარი ევროპასა და ევრაზიისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან, განსაკუთრებით ეს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთს ეხება.

”საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ჩვენი დახმარების წყალობით, ხდება ეკონომიკის რეორიენტაცია რუსეთზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზრებისკენ.

ჩვენ ასევე ვარღმავებთ თანაშრომლობას სადაზვერვო კუთხით ევროპასა და ევრაზიაში, იმისთვის რომ გამოვავლინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსეთის ღია და ფარული ძალისხმევა, მოახდინოს ქვეყნების შიდა პოლიტიკით მანიპულირება“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისი თქმით, აშშ აქტიურად მუშაობს იმ ევროპული ქვეყნების მდგრადობის გასაძლიერებლად, რომლებიც მოსკოვის ზეწოლის ქვეშ არიან.

„ეს სამუშაო გამოხატავს ჩვენს ღრმა ერთგულებას იდეისა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი მომავალი თავად აირჩიოს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები