საზოგადოება

ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, ”112”-ში გამოძახებამ იმატა, მათ შორის უმეტესად დახმარებას ლიფტში გაჭედილი მოქალაქეები ითხოვდნენ

16.05.17 21:20


თბილისში, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში სამაშველო ბრიგადების დახმარების თხოვნით ზარები დაფიქსირდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინებები ძირითადად საბურთალოს რაიონიდან, ასევე ვაზისუბნიდან დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში დახმარებას ლიფტში გაჭედილი მოქალაქეები ითხოვდნენ. ადგილზე სამაშველო ბრიგადები გავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენიდან გამომდინარე, მსგავსი შინაარსის ზარებმა „112“-ში იკლო.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები