საზოგადოება

კონტრაბანდისტები გამოიჭირეს: ამოღებულია ათასობით კოლოფი სიგარეტი

16.05.17 22:25


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წყალტუბოს რაიონში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში ინახავდა უაქციზო სიგარეტს — 29 239 კოლოფ,,Master"- ს, რომლის ნაწილიც — 7 500 კოლოფი მიჰყიდა მეორე ბრალდებულს.

რეალიზატორი დააკავეს პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა განსაკუთრებითი დიდი ოდენობით", რაც ისჯება ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით. საქართველოში თამბაქოს შემოტანაზე აქციზი 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები