საზოგადოება
17.05.17 17:25
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის, „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის – „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ფერმერების გადამზადების პროგრამა გრძელდება.
ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერი 2-კვირიან ტრენინგს რუსთავსა და მარნეულში გადიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო კურსის მიზანს ფერმერებისთვის, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის და მართვის საკითხების სწავლება წარმოადგენს.
„ფერმერთა გადამზადების პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და დანერგვა ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი წარმოების ზრდას განაპირობებს. პროგრამის ფარგლებში, ფერმერები გაეცნობიან ამ კუთხით არსებულ სიახლეებს, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარება სასათბურე პირობებში, მეტი მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქტი აწარმოონ“, -აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
უწყების ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ამ ეტაპზე, ფერმერების გადამზადების რიგით მე-9 სასწავლო კურსი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა ორმა ჯგუფმა სწავლება ჩინეთის რესპუბლიკაშიც გაიარა.
პროექტის – „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 400-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა უკვე გაიარა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24