საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 34 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

17.05.17 17:35


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი შეუსაბამობებისთვის, 34 ბიზნეს ოპერატორი დააჯარიმა, ხოლო 4 ბიზნეს ოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერა, იუწყება სააგენტოს პრეს სამსახური.

„სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენენ. სეს- ი შედეგებს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის"- აღნიშნეს სააგენტოში „Sputnik საქართველოსთან" საუბარისას.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნეს ოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ფარულად გადაღებული კადრები ზოგიერთი კვების ობიექტის სამზარეულოში არსებული ანტისანიტარიის შესახებ, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები