მსოფლიო

სომხეთის მთავრობა გადადგა

18.05.17 21:30


სომხეთის მთავრობა გადადგა. როგორც სომხური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა გადადგომასთან დაკავშირებით მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა მათ დროებით მოვალეობის შესრულება დააკისრა.

დღეს, სომხეთის მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უნდა გადადგეს. სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემდეგ, მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობენ. ახალი პრემიერი 10 დღის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტი კი, პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან 20 დღეში დაინიშნება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები