პოლიტიკა

საქართველო რუსეთთან საზღვრის ახლოს გვირაბს ააშენებს

18.05.17 21:40


უახლოეს მომავალში სამხედრო გზაზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილზე გვირაბის მშენებლობა დაიწყება.

გვირაბის სიგრძე ორი კილომეტრი იქნება, პროექტის ღირებულება 47 მილიონ ლარზე მეტია.

მშენებლობას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. გვირაბი, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ერთ წელიწადში უნდ აშენდეს, ნათქვამია რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

სამხედრო გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. რთული კლიმატური პირობების გამო ზამთარში გზა ხშირად იკეტება და დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები