ეკონომიკა

აგრობიზნესში გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში შტაჟირებაზე იწვევენ

19.05.17 17:25


საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში აგრობიზნესში სტაჟირების პროგრამში მონაწილოების მიღება შეუძლიათ, იუწყება პორტალი Europe for Georgia.

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ბიზნეს სტაჟირების სპეციალური პროგრამა "საბიტის" (SABIT) ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. პროგრამა პოსტსაბჭოტა ქვეყნებიდან 18 სპეციალისტის უფასო სწავლებას ითვალისწინებს. მონაწილეობის მსურველებს აგროსფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და იკავებდნენ საპასუხისმგებლო პოზიციას კომპანიებში, გარდა ამისა, თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ, ან რუსულ ენას.

სასურველ კანდიდატებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეარჩევს. ანკეტების შევსების ბოლო ვადაა 9 ივნისი. სწავლება 19 აგვისტოს იწყება და 9 სექტემბრამდე გრძელდება.

"საბიტი" შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ სფეროში არსებულ რეგულაციებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებსა და მომსახურებას, დაამყარონ კავშირები მომავალი საქმიანი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე მიიღონ ცოდნა საბაზრო ბიზნესის მეთოდებზე.

სამკვირიანი სტაჟირების დროს მონაწილეები დაესწრებიან სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას Farm Progress Show, სასწავლო პროგრამაშია შესულია საკითხები ნორმატივებზე, კანონმდებლობაზე, ბიზნესგეგმების შედგენაზე, კულტურათაშორის კომუნიკაციებსა და მოლაპარაკებებზე, აგრეთვე ბიზნესის მართვაზე. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც აგრობიზნესის ცალკეულ სფეროებში მოღვაწეობენ და შეხვდებიან დარგის სპეციალისტებს. სტაჟირების დროს განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა, აგროქიმიკატები, მემცენარეობა, მეცხოველეობა, გადამუშავება, პროდუქციის მარკეტინგი, დისტრიბუცია და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობა ამერიკის მთავრობა საკუთარ თავზე იღებს პროგრამაში მონაწილეების კიევიდან, მოსკოვიდან ან სტამბულიდან ფრენის, საცხოვრებელი და კვების, სწავლების, თარჯიმნების მომსახურებისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს, ამასთანავე, სტიპენდიას 400 აშშ დოლარის მოცულობით. SABIT-ის ფარგლებში აქამდე სტაჟირება ევრაზიის, სამხრეთ აზიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 6 ათასმა მენეჯერმა გაიარა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები