პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: წელს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება

02.05.16 22:15


„წელს საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და არავითარი კონკრეტული რიცხვები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს.

„ნუ შევქმნით ისეთ გარემოს ქვეყანაში, რომ მერე ამას რაღაცა სახის იმედგაცრუება მოჰყვეს. არაფერი იმედგასაცრუებელი არ გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება და წელს საქართველოს ექნება უვიზო რეჟიმი. მე ვნახე რამდენიმე ინფორმაცია კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით და ეს არის ტყუილი. არავითარი რიცხვები არ არსებობს, ამიტომ ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში“,-განმარტა თინათინ ხიდაშელმა.

წყარო : Kvira /www.kvira.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები