საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს

22.05.17 18:00


სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი და ვითხოვთ, გაუქმდეს მოსამართლის 19 მაისის განკარგულება, რომლითაც სხდომიდან გამოგვაძევეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, სასამართლოზე პროცესზე განცხადებაც გააკეთეს და შემდეგ დატოვეს დარბაზი, „ამიტომ მოსამართლე თუ ფიქრობდა, რომ რაიმე შენიშვნა უნდა მოეცა, ამის დრო და საშუალება ჰქონდა“.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ადვოკატის ჩართვა საქმეში დროის გაჭიანურებას გამოიწვევს.

"ახალი ადვოკატის ჩართვამ საქმეში შეიძლება დროის გაჭიანურება გამოიწვიოს, რადგანაც საქმე მოცულობითია და გაცნობას დიდი დრო დასჭირდება.

მიგვაჩნია, რომ არანაირი უპატივცემულობა არ გამოგვიხატავს სასამართლოს და მოსამართლის წინაშე. უფრო მეტიც, ჩვენ არ გამოვუძევებივართ მოსამართლეს. მამა გიორგის კატეგორიული მოთხოვნით დავტოვეთ სხდომა. ჩვენ დარბაზის დატოვებამდე გავაკეთეთ განცხადება და თუ მოსამართლე თვლიდა, რომ რაიმე წესრიგი დავარღვიეთ, ჯერ ზეპირი შენიშვნა უნდა მოეცა, შემდეგ შეეძლო დავეჯარიმებინეთ. შემდეგი ეტაპი იქნებოდა გამოძევება და დაპატიმრება.

მაგრამ როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე წერია, ჩვენ რომ დავტოვეთ, მერე გამოგვაძევა, რაც ცხადია, არასწორია", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები