პოლიტიკა

საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

23.05.17 15:00


2017 წლის 22 მაისს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. თურქეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის ვიზიტი, ასეთი შემადგენლობით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის მეორე შეხვედრა.როგორც მოგეხსენებათ პირველი შეხვედრა გაიმართა გასულ წელს ანკარაში. წელს კი ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ თურქეთის მთავრობას ასეთი შემადგენლობით. ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სექტორში, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად და ორი ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, “-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომელიც თურქეთის რესპუბლიკისმინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ეწვევა თბილისს.

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორისარსებული პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები