საზოგადოება

მასწავლებლებს სასკოლო ავტობუსებით სარგებლობის წესები შეახსენეს

23.05.17 18:30


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგებს სამუშაო ადგილამდე მისვლა სასკოლო ავტობუსებით აუკრძალა. უწყება აღნიშნავს, რომ ეს ტრანსპორტი მხოლოდ მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„სახელმწიფო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის" პროგრამაში 2013 წლიდან საქართველოს 1212 სკოლის 66 ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ამ პროგრამის ძირითადი მიზანია მოსწავლეების სკოლაში მისვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გაკვეთილებზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება.

განათლების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სასკოლო ავტობუსების მუშაობა და აღმოაჩინეს, რომ ავტობუსებით კომფორტულად მგზავრობდნენ თავად პედაგოგები, ხოლო ბავშვები კართან იდგნენ.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროში შევიდა უკმაყოფილო მშობლების წერილები და ზარები, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათ შვილებს სკოლაში მისვლა არაკომფორტულ ვითარებაში უწევთ. ამგვარად, მასწავლებლები არღვევდნენ პროგრამის ერთ-ერთ ძირითად პუნქტს — მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილება, აღნიშნეს სამინისტროში. უწყებაში გადაწყდა, რომ გაამკაცრონ კონტროლი და კიდევ ერთხელ შეახსენონ პედაგოგებს, რომ სასკოლო ავტობუსები მხოლოდ პედაგოგებისთვის არის განკუთვნილი. სკოლის ავტობუსები ემსახურებიან მხოლოდ მოსწავლეებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ან რთული რელიეფის მქონე სოფლებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები