საზოგადოება

ქართული ავტოგასამართი სადგურები მსოფლიოს საუკეთესოთა ტოპ-ათეულშია

23.05.17 20:35


ავტოგასამართი სადგურები ბათუმსა და ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა Quartz-ის ვერსიით 2017 წელს საუკეთესო სადგურების ათეულში მოხვდა.

Socar-ის ავტოგასამართმა სადგურმა ბათუმში რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ის განთავსებულია McDonalds-ის გვერდით. ბათუმის McDonalds 2013 წელს აშენდა. პროექტის ავტორია გიორგი ხმალაძე კომპანიიდან Khmaladze Architects. შენობას არქიტექტურის გამო არაერთი მსოფლიო ჯილდო აქვს მიღებული.

რაც შეეხება ავტოგასამართ სადგურს გორთან, ის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.

ავტოგასამართი სადგური კომპანია Wissol-ს ეკუთვნის და თავისი უჩვეულო არქიტექტურით არის ცნობილი. პროექტის ავტორია გერმანელი არქიტექტორი იურგენ მაიერი.

რეიტინგში პირველი ადგილი უკავია ავტოგასამართ სადგურს Rest Area Niemenharju ფინეთში, მას მოსდევს POPS Arcadia Route 66 აშშ-ში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები