საზოგადოება

საქართველოს პარლამენტარს გაერთიანებულ საამიროებში 15 წლის პატიმრობა შეეფარდა

24.05.17 18:05


არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გელა მიქაძე დამნაშავედ სცნო 17,2 მილიონი ლარის მითვისებაში და დაუსწრებლად 15 წელი მიუსაჯა, იუწყება ქართული ტელეარხი Rustavi2.

საუბარია 2010-2011 წლებში ერთობლივი წარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა ფოთის პორტს, რომლის მფლობელი მაშინ კომპანია RAKIA იყო, და კომპანია Raystar-ს შორის, შემდეგ კი მის გაუქმებაზე. მიქაძე კომპანია RAKIA Georgia-ს ხელმძღვანელი იყო.

ბრალდებულად აღიარეს ასევე არაბული კომპანია RAKIA-ს ხელმძღვანელი ჰატერ მასაადი და გიორგი ჯანაშია, რომელიც RAKIA Georgia-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაძეს დაეკისრა 12,8 მილიონი დოლარის დაბრუნება, ხოლო ჯანაშიას — 4,4 მილიონი დოლარის.

არაბული მედიის ინფორმაციით, Raystar-თან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიქაძე და ჯანაშია მისი ბენეფიციარები იყვნენ. RAKIA-ში ამის შესახებ მხოლოდ მასაადისათვის იყო ცნობილი. ბრალდებულებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ Raystar-ი ინვესტირების განხორციელებას ვერ შეძლებდა, 17,2 მილიონი დოლარი შვეიცარიაში საკუთარ ანგარიშებზე RAKIA-ს სახელით გადარიცხეს. სასამართლო დავა 6 წელი გრძელდებოდა. „სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიდის. ეს არ არის დამალული თემა, გელა თვითონ გიპასუხებთ, მას ადვოკატებიც ჰყავს", — განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა. რაც შეეხება მასაადს, რომელმაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 2012 წელს დატოვა, ის საუდის არაბეთში 2016 წლის სექტემბერში ქალაქ ჯიდას აეროპორტში დააკავეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები