ეკონომიკა

სტუმართმოყვარე ბათუმი: ფრენისთვის ექვსი ახალი ავიაკომპანია ემზადება

24.05.17 20:35


ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმის მიმართულებით ფრენებს ექვსი ახალი ავიაკომპანია გეგმავს, აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართულ ავიაბაზარზე შემოდიან და განახორციელებენ ფრენებს შემდეგი მიმართულებით:

Fly Dubai — დუბაი-ბათუმი-დუბაი

Wings of Lebanon — ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი Anda Air — კიევი-ბათუმი- კიევი Nordavia — ს.პეტერბურგი- ბათუმი — ს.პეტერბურგი Nordstar Airlines — მოსკოვი-ბათუმი — მოსკოვი Severstal — ჩერეპოვეცი- ბათუმი — ჩერეპოვეცი ზაფხულის პერიოდში ბათუმის მიმართულებით სულ 21 ავიაკომპანია იფრენს. ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ტურისტებისთვის ბათუმი დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები