საზოგადოება

"გახდი საქართველოს ციფრული ელჩი": ახალი სოციალური კამპანია იწყება

24.05.17 21:10


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით ქვეყანაში იწყება ახალი სოციალური კამპანია "გახდი საქართველოს ციფრული ელჩი".

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ციფრულ მედიაში და სოციალურ ქსელებში. სოციალური კამპანიის მიზანია მსოფლიოში საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

"პირველი ევროპელები, კოლხური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, მეღვინეობის კულტურის ამსახველი უძველესი არტეფაქტები, ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა მემორიალური ნივთები, XIX-XX საუკუნეების ქართული მხატვრობის შედევრები — ეს ღირსშესანიშნაობების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც სულ მალე მსოფლიოს ციფრულ სამყაროში "ვირუსულად" გავრცელდება", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ქსელში სოციალური კომპანია ჩატარდება ჰეშთეგით #shareGeorgia, რაც ქართულად "გააზიარე საქართველოს" ნიშნავს. პროექტში "გახდი საქართველოს ციფრული ელჩი" ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია — საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელებსა და ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს. ამისათვის მომხმარებელმა სოციალურ ქსელებში უნდა გააზიაროს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან შექმნას საკუთარი — ჰეშთეგით #shareGeorgia.

პროექტი 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება, სოციალური ქსელების მომხმარებლების გარდა, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს შეუძლიათ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები