ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 15 ნოემბერს დაიწყება

24.05.17 21:55


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 15 ნოემბერს დაიწყება, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. პორტის მშენებლობის პირველი ფაზაზე დაგეგმილია 586 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება. მარტის დასაწყისში კომპანიამ პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი. "სამშენებლო სამუშაოების დაწყება 15 ნოემბერს იგეგმება. წინასწარი სამუშაოები, რომლის ფარგლებში კვლევები ჩაატარეს, ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. რაც შეეხება თარიღს, როდესაც პირველი კონტეინერული ტერმინალი უნდა ამუშავდეს, ანუ პორტის გახსნის, ეს 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

პირველი ფაზა ითვალისწინებს კონტეინერების გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, პორტისა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას. ამავე პერიოდში იგეგმება საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიყვანა პორტამდე და პორტის თანამშრომლებისათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

პორტის განვითარების პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვის გაორმაგება იგეგმება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთების გადამუშავების ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე. JSC Anaklia Development Consortium (Georgia)–მა 2016 წლის თებერვალში პორტის მშენებლობის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა. ინვესტიციების საერთო მოცულობა 2,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კონსორციუმი დაარსებულია კომპანია TBC Holding–ისა და ცნობილი ამერიკული დეველოპერული კომპანია Conti International LLC–ის მიერ, რომელიც პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში ახორცილებეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები