პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი – ვისაც გვჯერა ჰუმანიზმისა და ადამიანური ღირებულებების ტერორიზმის წინააღმდეგ, უფრო მტკიცედ უნდა გავერთიანდეთ

24.05.17 22:05


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მანჩესტერში, ტეროტისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

„გულის სიღრმემდე შეგვძრა მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, თანადგომას ვუცხადებთ დაშავებულებს და მთელი გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

ჩვენ, ყველა, ვისაც გვჯერა ჰუმანიზმის, ცივილიზაციის, ადამიანური ღირებულებების, უნდა გავერთიანდეთ, კიდევ უფრო მტკიცედ, ტერორიზმის წინააღმდეგ.

ომი ტერორიზმთან მიმდინარეობს, საქართველო ამ ომში მტკიცედ დგას!

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, მანჩესტერში მომხდარი ტეროროსტული აქტის შედეგად, 22 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. 59 ადამიანი კი დაშავდა.

რამდენიმე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. აფეთქება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე მოხდა, როდესაც არენაზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები