პოლიტიკა

"საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ამ მიზნისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ"- პრემიერი

25.05.17 16:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მთავრობის წევრებს წინასწარ მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი:

"ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ.

ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან დიდი დღესასწაული.

ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ დღეს სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობთ, ვექტორი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად მიყვება, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ჰქონდა, თავის სამშობლოს შესწირა. ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი."



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები