საზოგადოება

დეპუტატის შვილის დაღუპვის ფაქტზე პოლიციის თანამშრომლები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

25.05.17 17:15


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის შვილის, 21-წლის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

ავტოსაგზაო შემთხვევა 17 მაისს, ღამით მოხდა. ხახუბიას ავტომობილი გორის გვირაბთან სატვირთოს შეეჯახა. მოგვიანებით, ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო გვირაბთან ახლოს სპეციალურად გააჩერეს, რათა ამ გზით შეეჩერებინათ ხახუბია, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ პოლიციელები, გამოძიების დასრულებამდე, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. საქმეს საქართველოს პროკურატურა სსკ-ის 276-ე მუხლის მე —5 ნაწილით მიმდინარებს, რაც გულისხმობს ავტომობილისა და სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბექა ხახუბია — მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟია, მას მეუღლე და მცირეწლოვანი სვილი დარჩა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები