საზოგადოება

საქართველოს პატრიარქმა აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა

25.05.17 17:25


საქართველოს კათალოკოს —პატრიარქის ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური სიტუაციისა და საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა", — ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს.

ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს შედგა. 1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას, საქართველოში მართლმადიდებლობის მაშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.

1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.

თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები