პოლიტიკა
25.05.17 17:35
მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიტანოთ ამ 25-26 წლიანი დამოუკიდებლობიდან, არის ის, რომ დამოუკიდებლობა ჩვენ უნდა გადავაქციოთ თავისუფლებად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჯიპას კონფერენციაზე - “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი” სიტყვით გამოსვლისას სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, 26-30 წლის წინ ვცხოვრობდით სახელმწიფოში, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობა იყო თაობების, ყველა ქართული ოჯახის, ყველა მოქალაქის ოცნება, თუმცა ეს ოცნება სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.
მისივე თქმით, დაახლოებით 30 წლის წინ აქტიურად დაიწყო პროცესები, რომელიც საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციას უკავშირდებოდა.
პრეზიდენტის შეფასებით, ყველა სახელმწიფომ თავისებურად გაიაზრა ის პროცესები, რომლებიც დიდი იმპერიის მსხვრევას თან ახლდა.
“ჩვენი აზრით, ერთ-ერთი განმასხვავებელი, პრობლემურიც კი ჩვენი საზოგადოებისთვის, იყო ის განსაკუთრებული რომანტიზმი, რომლითაც ჩვენ ამ ისტორიულ ეპოქაში შევედით. ეს იყო არარეალისტური მოლოდინი საოცარი წარმატების. ერთი მხრივ, ეს აიხსნება ჩვენი გამოუცდელობით, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვა საზოგადოებებმა სხვანაირად გაიარეს ეს პერიოდი. ვიღაცისთვის ეს არ იყო ასე ამაღელვებელი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, რომანტიულმა ეტაპმა მოიტანა დიდი პრობლემები ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან შევედით სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, გარკვეულწილად შეიქმნა ის ფუნდამენტები, რომლებმაც შემდეგ განვითარების შესაძლებლობა მოგვცა.
მარგველაშვილის მოსაზრებით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი საკითხები დაფუძნდა.
პრეზიდენტის აზრით, პირველი არის ჩვენი საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მიდრეკილება დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების მიმართულებით.
ამავე პროცესის ნაწილია მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
პრეზიდენტმა პირველი კონსტიტუციის მიღების პროცესიც გაიხსენა.
მისივე თქმით, ამავე პერიოდში დაისახა დამოუკიდებელი საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია.
“მთლიანობაში ის პროცესი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ განვლო, არის გარკვეული გამოცდილებები და გაკვეთილები. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიტანოთ ამ 25-26 წლიანი დამოუკიდებლობიდან, არის ის, რომ დამოუკიდებლობა ჩვენ უნდა გადავაქციოთ თავისუფლებად და თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ მოწყვეტას იმისგან, ვისზეც ხარ დამოკიდებული ან ვისაც უნდა, რომ შენ მასზე იყო დამოკიდებული, არამედ გულისხმობს საკუთარი ინდივიდუალური, სწორედ შენთვის იდენტური, ავთენტური, შენი მიზნების განხორციელების სურვილსაც, ხედვასაც და უნარსაც”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24