პოლიტიკა

ბურჯანაძე: საქართველოს ვიცე-პრემიერი აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა მედვედევს

25.05.17 18:45


საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთან მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააკრიტიკა, რადგან მან რუსეთის მთავრობის მეთაურთან, დიმიტრი მედვედევთან დალაპარაკების შესაძლებლობა არ გამოიყენა.

ქართულ მასმედიაში აჟიოტაჟი ატყდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ქუმსიშვილისა და მედვედევის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ჩინეთში ფორუმის „ერთი გზა — ერთი სარტყელი" მიმდინარეობისას არის გადაღებული. საქართველოში ქუმსიშვილი ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ პროტოკოლური ფოტო იყო, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს.

უფრო ადრე თავად ვიცე-პრემიერმა გააკეთა განმატება.

„არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო… ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით", — განაცხადა ქუმსიშვილმა. პეკინში საერთაშორისო ორდღიანი ფორუმი „ერთი გზა – ერთი სარტყელი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის", 14 მაისს გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 29 სახელმწიფოს პრეზიდენტებმა და მთავრობის მეთაურებმა.

საქართველოს დელეგაციას ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები