საზოგადოება

პატრიარქი - ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა

25.05.17 19:00


ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა სასუფეველში ცათასა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ამაღლების შესახებ ისაუბრა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მოციქულები, რომელთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაბრუნდნენ იერუსალიმში „სიხარულითა დიდითა“ იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა“. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არის“, - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა თავდადებული მსახურებისთვის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურები დააჯილდოვა, კერძოდ, დეკანოზი გიორგი იუტაშვილი გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ალექსი გელაშვილი და მღვდელი ლუკა ბითაძე აყვანილნი არიან დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები