საზოგადოება

საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა – ალექსანდრე ჯეჯელავა

25.05.17 20:15


2016–2017 სასწავლო წლის მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა. როგორც ჩვენი ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყება, ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

“დაახლოებით 11 000–მდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე წელს ზღვარი ვერ გადალახა.

მოსწავლეთა რაოდენობა 40–50 ათასამდე შუალედში იყო. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო. ბავშვებს ტექნიკური საგნები წელსაც უჭირთ.“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით აუცილებელია პროფესიული განათლების განვითარება, რადგამ არსებული სისტემა მხოლოდ უმუშევართა ფენის წარმოქმას უწყობს ხელს:

„ნებისმიერ ქვეყანას რომ შევდარდეთ ჩვენი პროპორცია უმაღლესსა და პროპორციულ განათლებას შორის განაწილების არის არაჯანსაღი. გავქვს სისტემა რომელიც აგენერირებს უმუშევრებს.” – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზუსტ ციფრებსაც გაასაჯაროებენ.

გამოცდების ეროვნულ ცენტრის განცხადებით შეიძლება ითქვას, რომ შედეგი შარშანდელის ანალოგიურია. მათი თქმით გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ მათში მოიაზრებიან ის მოსწავლეებიც, ვინც გასულ წელს იყო ჩაჭრილი, წელსაც გავიდა გამოცდებზე და წელსაც ვერ გადალახა ზღვარი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები