პოლიტიკა

კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა

09.06.16 16:00


პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ხუთ პარტიასთან ბლოკში გაერთიანდა, რომელთა შორისაც არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას პარტია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. არჩევმებში მონაწილეობას 30-ზე მეტი პარტია მიიღებს.


ახალ პოლიტიკური გაერთიანებაში, რომლის სახელწოდებაცაა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — გაერთიანებული ოპოზიცია“, შევიდა თავად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი საქართველო“- კახა კუკავა, „თავისუფლება“-კონსტანტინე გამსახურდია, „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ — გია ჟორჟოლიანი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ — გოჩა ჯოჯუა და „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ — გია ბერძენიძე.

"ჩვენ წავედით იმ გზით, რომ გაგვეერთიანებინა ძალები. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც.

რესპუბლიკურ პარტია თან ხელისუფლებაშია და თან ოპოზიციაში და გამოვრიცხავთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ პარტიებთან ვისაც შეხება არ ჰქონია ნაციონალურ მოძრაობასთან “ — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, მათი ბლოკი ყველა იმ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდებიან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები