საზოგადოება

შსს თბოელექტროსადგურზე ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

26.05.17 14:45


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე ბლოკზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია უარყო — მუშები ელექტროგაყვანილობის შეკეთებისას დაშავდნენ, უწყებაზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბოსადგურზე აფეთქების შედეგად ორი დაშავებულის შესახებ იტყობინებოდა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

„არანაირი აფეთქება არ მომხდარა. ორმა მუშამ დამწვრობები იმ დროს მიიღეს, როდესაც ელექტროგაყვანილობის შეკეთებას ახორციელებდნენ. მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სისხლის სამართლის საქმე 170-ე მუხლით აღიძრა (უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები