საზოგადოება

მახინჯაურში ორი მამაკაცის გვამი იპოვეს

26.05.17 22:20


დღეს მახინჯაურში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების დრო. პირვლადი დათვალიერების შედეგად გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები