საზოგადოება

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი” გაიმართა

27.05.17 16:00


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეწვია და სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი?!“ გამართა.

სპექტაკლის სცენარი ცნობილი ქართველი პოეტების ლექსების მიხედვითაა შექმნილი. მისი ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მერაბ ყოლბაია. სპექტაკლში თავად რეჟისორი, ასევე, მსახიობები პაატა ვახტანგიშვილი, ნინო შავგულიძე, რამაზ ხომასურიძე, მარიამ ყოლბაია მონაწილეობდნენ.

სპექტაკლის პარალელურად, დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალბატონების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გაიმართა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები