საზოგადოება
27.05.17 16:30
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი, საზოგადოების ინეტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში გადაწყდება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ტელეარხ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.
ბათუმში მეორე მეჩეთის აშენების საკითხი 2013 წლიდან დგას. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ქალაქში ერთი მეჩეთი საკმარისი არაა და მორწმუნეთა ნაწილი ქუჩაში ლოცულობს. მუსლიმურმა თემმა ბათუმში 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი შეიძინა, მაგრამ მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა. უარის მიზეზად გარშემო მჭიდრო დასახლება დასახელდა.
მეჩეთის მშენებლობაზე აკრძალვას ხელი არ შეუშლია მორწმუნეებისთვის, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე შესყიდულ მიწის მონაკვეთზე დაედგათ მსუბუქი ხის კონსტრუქცია და სიმბოლურად გაეჭრათ წითელი ლენტი. ადგილობრივმა მუსლიმებმა სამლოცველოს ღია ცის ქვეშ მოწყობა და იქ ყოველდღე ლოცვა გადაწყვიტეს.
აბაშიძის 49–ში პარასკევს დაახლოებით 200 მორწმუნე შეიკრიბა. ლოცვა ხულოს რაიონის მუფთიმ ასლან აბაშიძემ აღავლინა. მუსლიმები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე დღეიდან სამლოცველო იფუნქციონირებს. „მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურად ვხსნით მეჩეთს და ლოცვას ვიწყებთ“, – განაცხადა აბაშიძემ. „მიუხედავად მერიის უარისა და მათი დამოკიდებულებისა მუსლიმებისადმი, დღეს ჩვენთვის სასიხარულო დღეა. დღეს ვხსნით მეჩეთს და ვიწყებთ ლოცვას. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ. ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის დადგმა კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ თუ კაპიტალური მშენებლობა დაიწყება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამჟამად საქართველოში 250–ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს. მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად (ჩატარდა 2014 წლის 5–19 ნოემბერს), საქართველოში 298 ათასზე მეტი მუსლიმი მცხოვრეობს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24