ეკონომიკა

აჭარაში ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 29%-ით გაიზარდა

09.06.16 16:40


2016 წლის პირველ კვარტალში აჭარის რეგიონში ინვესტიციების საერთო მოცულობამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29% გაიზარდა და 98,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან, 71,5 მლნ აშშ დოლარი უცხოური ინვესტიციაა, 27,2 მლნ აშშ დოლარი კი ადგილობრივი, იუწყება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ინვესტიციების საერთო მოცულობიდან ენერგეტიკის სფეროზე 49,1% მოდის, ტურიზმზე — 29,4%, მშენებლობაზე — 18,3%, ხოლო 3,2% სხვადასხვა სფეროებზე.

რეგიონის საინვესტიციო პორტფელის ჯამური მოცულობა 1 მლრდ 845,1 მლნ აშშ დოლარია. კერძოდ, იმ პროექტების საინვესტიციო ღირებულება, რომელიც 2015-2020 წლებში უნდა განხორციელდეს, 1 მლრდ 342,4 მლნ აშშ დოლარია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები