პოლიტიკა

პაოლო ალი: საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის

29.05.17 16:20


„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას.

საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიოარჩევანი გააკეთა – რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის”, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს, ასამბლეისსაგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაოლო ალიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას.

საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიოარჩევანი გააკეთა – რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის. ჩემი თბილისში ყოველი ვიზიტისას, ვხედავ, როგორია საერთო სულისკვეთება -ქართველი ხალხი გრძნობს, რომ მათი ბედისწერა და მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან ერთადაა. ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ამაყია ნატოსსაპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობით და ასევე, ასამბლეაც ამაყია, რომ სესიას საქართველომ უმასპინძლა”,- განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა.

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასამბლეისპრეზიდენტმა ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმამაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს. პაოლო ალიმ ქართველ სამხედროებს გლობალურუსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება იმ ქართველი ჯარისკაცების ვალშია, რომლებმაც მშვიდობისა დაუსაფრთხოებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებაც და განაცხადა, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვის ალიანსი არ არის -ეს არის ხალხთა ერთობა, რომლებსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებების, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისღირებულებები აერთიანებთ.

მისივე განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ამ საერთო ღირებულებებს იზიარებს.

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, ქართველი ხალხის მიდრეკილება დემოკრატიისადმი. როგორც პაოლოალიმ აღნიშნა, ამ გზაზე ქართველების მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეისერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

პაოლო ალის განცხადებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სისტემატიურად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მისი თქმით,რუსული ანექსია მიუღებელია.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, დეკლარაცია, რომელსაც დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სესიაზე მიიღებენ, არის ძლიერიმხარდამჭერი განაცხადი დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს მიმართ, რომლის მომავალიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშია. პაოლო ალიმ იმედი გამოთქვა,რომ დეკლარაცია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნება მიღებული. ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასამბლეა, საქართველოსმხარდაჭერაში, ერთსულოვანია.

პაოლო ალიმ ისაუბრა მონტენეგროს ნატოში ინტეგრაციის შესახებაც და განაცხადა, რომ მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის წარმატებასაქართველოსთვისაც, რადგან ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა და ვერანაირ საგარეო ზეწოლას წევრობის მიზნის განხორციელებისთვის ხელისშეშლა არ შეუძლია.

პაოლო ალის განცხადებით, ნატო ზრდის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში და აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, მათ შორის,საქართველოსთან.

ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული სხვა გამოწვევების შესახებაც დააღნიშნა, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტორად რჩება. პაოლო ალიმ ხაზგასმით აღნიშნა გლობალურ უსაფრთხოებაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როლისა დამნიშვნელობა.

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ერის მისწრაფება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციიისთვის და მისი დამოუკიდებლობისა დაეროვნული იდენტობის სულისკვეთება – ყველასთვის შთამაგონებელია. პაოლო ალიმ საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები