პოლიტიკა

დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება

29.05.17 17:00


თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ კახა კალაძე კარგი მერი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება“, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას, დავით ნარმანიას განცხადებით, კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს.

„გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები“, – განაცხადა ნარმანიამ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები