საზოგადოება

ქობულეთის ტრაგედიის გაგრძელება- ბავშვების სიკვდილიდან 2 წლის თავზე "ხასანას" მეპატრონემ თავი მოიკლა

29.05.17 17:10


"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ქობულეთში "ხასანას" სასტუროს მეპატრონემ, დამწვარ შენობაში თავი ჩამოიხჩო.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში გარდაცვლილის ვინაობას არ აკონკრეტებს.

შეგახსენებ, რომ 2015 წელს 10 მაისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს კუთვნილ, ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.

ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი, გამოიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები