პოლიტიკა

დავით ბაქრაძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია არის გზა უკეთესი საქართველოსკენ

29.05.17 18:45


ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია არის გზა უკეთესი საქართველოსკენ, ევროპული და ევროატლანტიკური საქართველოსკენ გზა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების შემდეგ განუცხადა.

ბაქრაძის შეფასებით, პრაქტიკულად ერთხმად მიღებული დეკლარაცია არის მკაფიო დემონსტრირება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში არის ორი ბლოკი. ერთი არის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ერთიანობის, ევროატლანტიკური მომავლის და ნატო-ში გაწევრიანების. ასევე მნიშვნელოვანია მეორე ბლოკი, სადაც საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველო იმისთვის, რათა გახდეს ნატო-ს წევრი. ეს არის ის, რომ იყოს უფრო დემოკრატიული, მედიაპლურალიზმით, უკეთესი სასამართლოთი და ძლიერი ოპოზიციით.

ამიტომ ორივე ნაწილი დეკლარაციის ავსებს ერთმანეთს. ორივე ნაწილი არის გზა წინ, გზა უკეთესი საქართველოსკენ, გზა ევროპული და ევროატლანტიკური საქართველოსკენ.

ვფიქრობთ, ამ დეკლარაციის მიღებით ნატო-მ გადმოდგა სერიოზული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისკენ და ახლა საქართველოზე, ქვეყნის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ამ ნაბიჯის გამოყენებას, ქვეყანაში უკეთესი დემოკრატიის აშენებას და უახლოეს წლებში ჩვენი ამოცანის შესრულებას - ნატო-ში გაწევრიანებას“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები