პოლიტიკა

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე თბილისში შეხვედრებს მართავს

29.05.17 20:40


უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ თბილისში სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

პარუბი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ორშაბათს მან მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაში, რომელზეც მიიღეს დეკლარაცია „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ".

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობას.

„პაოლო ალიმ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

მისი თქმით, ასამბლეა მზად არის, ქვეყნებს ამ მიმართულებით მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს", — აღნიშნულია განცხადებაში. პარუბი საქართველოში მაღალი დონის რიგ შეხვედრებს გამართავს — საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ასევე საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენელებთან.

მისი ვიზიტი 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საპარლამენტო ასამბლეა, ლიანსის წევრი ქვეყნებისთვის უშიშროების საკითხების განხილვის ერთგვარი არენაა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა 1955 წელს. პირველი სხდომა გაიმართა იმავე წლის 18-22 ივნისს.

საქართველო ასამბლეის ასოცირებული წევრია 1999 წლიდან. მას შემდეგ საქარელოს წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ ასამბლეის ღონისძიებებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები