პოლიტიკა

"ასამბლეის შიგნით სავარაუდოდ ნატო-ში საქართველოს მაპის გარეშე გაწევრიანების გზა განიხილება"- თალაკვაძე

29.05.17 21:00


არჩილ თალაკვაძის თქმით ნატოს ასამბლეის შიგნით პოლიტიკურ წრეებში სავარაუდოდ განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ისეთი გზა, რომლისთვისაც მაპ-ი აუცილებელი არ იქნება. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის შეფასებისას გააკეთა:
„დეკლარაციაში კიდევ ერთი ცვლილება ჩვენ მიერ იყო წარდგენილი და დეკლარაციასთან ერთად მხარდაჭერილია. ცვლილება საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებისა და ვაჭრობის დაშვებას და თავისუფლებას ეხება. ჩვენ დემოკრატიის გარდაქმნას, ეკონომიკურ გაძლიერებას და თავდაცვის რეფორმებს ვაგრძელებთ. რეგიონში საქართველოს ტოპ რეფორმატორის სტატუსი შენარჩუნებული იქნება და ამას საქმით დავამტკიცებთ.

რა თქმა უნდა, მაპ-ი ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტია, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა პოზიცია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზაობის გათვალისწინებით მაპ-ი შესაძლოა იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ, ასამბლეის შიგნით პოლიტიკურ წრეებში სავარაუდოდ განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ისეთი გზა, რომლისთვისაც მაპ-ი აუცილებელი არ იქნება.

საქართველომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ღირსეულად უმასპინძლა. ეს არის ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება. რაც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ძლიერი სიგნალია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. სადაც დემოკრატიული გარდაქმნების მხრივ საქართველოს პროგრესი აისახა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კონტრიბუციის წვლილი აღნიშნულია. საქართველოს უსაფრთხოებას გლობალური მხარდაჭერა სჭირდება და საქართველოს მხარდაჭერა გლობალურ უსაფრთხოებასაც სჭირდება. საქართველო ნატო-სთვის საიმედო,ძლიერი პარტნიორია და ამას სხვადასხვა მისიებში საქართველოს წარმომადგენლობა მოწმობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ , რომელსაც თბილისი მასპინძლობდა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია დღეს მიიღო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები