პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოში ელიან

30.05.17 15:00


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მეუღლე — აგატა კორნჰაუზერთან ერთად, ორშაბათს საქართველოს ეწვევა, სადაც მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს, ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უცხოელი სტუმრების დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სასახლეში გაიმართება, სადაც ასევე შედგება პრეზიდენტების თავდაპირველად პირისპირ შეხვედრა, შემდეგ კი — გაფართოებული ფორმატით. დაგეგმილია ანჯეი დუდას შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში პოლონეთის პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ოთხშაბათს ბათუმში დუდა შეხვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს ზურაბ პატარაძეს.

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აგატა კორნჰაუზერს დაათვალიერებინებს თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს. პოლონეთს დელეგაცია საქართველოს 31 მაისს დატოვებს.

2017 წელს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომელიც 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან საქართველომ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს 15 საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლებიც არეგულირებენ ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები