პოლიტიკა

პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს ხელი მოაწერა

30.05.17 15:30


ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ ” კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ.

„პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ ძალიან მნიშვნელოვან კანონთა პაკეტს. პირველი არის რეფორმა, რომელიც ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, ისჯება ადევნება, სექსუალური შევიწროება.

ძალაში შედის მთელი რიგი სხვა მექანიზმებიც.

ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ.

იხვეწება მთელი რიგი ნორმები – უფრო სამართლიანად ხდება რიგში დგომა, როდესაც პოტენციური მშობლები ელოდებიან შვილად აყვანას, იხვეწება უცხოეთში ბავშვების გაშვილების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, თავის დროზე იცოდეს ახალი ნორმის შესახებ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები