საზოგადოება

საქართველოში რობი უილიამსის კონცერტზე 37 ათასამდე ბილეთი გაიყიდა

04.05.16 14:40


მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის კონცერტზე თბილისში 37 ათასამდე ბილეთი გაიყიდა, განუცხადა Sputnik-ს ვებგვერდის tkt.ge გენერალურმა მენეჯერმა მარიამ მორგოშიამ.

პოპულარული შემსრულებელი სოლო კონცერტით თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე 27 მაისს, 17:00 საათზე წარდგება.


როგორც მორგოშიამ აღნიშნა, რობი უილიამსის ადა ამერიკული ჯგუფის Maroon 5 (კონცერტი ექნება ბათუმში 7 ივნისს) კონცერტებზე ბილეთების ონლაინ გაყიდვისას საზღვარგარეთიდან 5 ათასი ტრანზაქცია დაფიქსირდა.

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთები შეიძინეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების მცხოვრებლებმა.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ საქართველოს ეწვევა ირლანდიური როკ-ჯგუფის U2 ტექნიკური დირექტორი, რომელიც რობი უილიამსის შოუს უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ამის თაობაზე თავის „ფეისბუქ“-გვერდზე საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე კახა კანდელაკმა გაავრცელა.


თუმცა, კულტურის სამინისტროში Sputnik-ს უპასუხეს, რომ ბრიტანელი მუსიკის კონცერტის მზადებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია.

რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტები მთავრობის პროექტის Check in Georgia ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზებასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.

პროგრამის ფარგლებში თბილისში უკვე გამართა კონცერტი იტალიელმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში გამოჩენილი ესპანელი საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი იმღერებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები