პოლიტიკა

დავით ნარმანია - ბოტანიკური ბაღისგან მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო

09.06.16 17:15


თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ზოოპარკში განუცხადა.

როგორც მერი აღნიშნავს, ჰესის პროექტი არსებობს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან მოშორებით და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა დედაქალაქის მერიას მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჰესი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ შენდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე გაუკეთებიათ მათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, თუმცა დადგენილი წესით, ის იქნება განხილული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები