საზოგადოება

ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივნისს დაიწყება

30.05.17 16:25


ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივნისს დაიწყება. სააგენტოს ინფორმაციით ივლისში იმუშავებენ საზაფხულო ბაღები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია.

2017-2018 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია კი 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები