საზოგადოება

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში: გამომძალველები დააკავეს

30.05.17 16:45


შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბიზნესმენისგან 200 000 დოლარის გამოძალვა ედებათ ბრალად.

ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. თავდაპირველად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხ TV Pirveli-ს ჟურნალისტმა, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვა გაუშვა.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ ბრალდებულები ფულს სძალავდნენ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები