პოლიტიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიხეილ ჩინჩალაძე უხელმძღვანელებს

30.05.17 17:30


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია, რომელიც წარსულში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს ოთხი წელი უხელმძღვანელებს. სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ვალერიან ცერცვაძემ თანამდებობა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა.

რაც შეეხება ცერცვაძეს, გადადგომის მთავარ მიზეზად მან ქართულ კომპანიებს — iPlus-სა და iTechnic-ს შორის სასამართლო დავა დაასახელა. კომპანიები Apple-ის პროდუქციას ყიდიან.

საქმე ისაა, რომ 2016 წლის ოქტომბერში კომპანია iTechnic-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში iPlus-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და Facebook-ზე აკაუნტის დაბლოკვაში, ასევე მათი დასახელების გამოყენებაში დასდო ბრალი და 1,6 მლნ ლარის გადახდა მოითხოვა. Facebook-ზე კომპანია iTechnic-ს ჰქონდა გვერდი iTechnic Apple store Tbilisi. Facebook-ის ადმინისტრაციამ კომპანია Apple-ის სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების გამო ეს გვერდი დაბლოკა. iTechnic-მა მომხდარში iPlus-ი დაადანაშაულა, განაცხადეს iPlus-ში. გარდა ამისა, 2011 წელს iPlus-მა დაარეგისტრირა დომენი iTechnics.ge. პრაქტიკულად ანალოგიური დასახელება გამოიყენეს iTechnic-ის დამფუ ძნებლებმა ორი თვის შემდეგ, შემდეგ კი iPlus-ის სახელის მოპარვაში დაადანაშაულეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ iPlus-ის ხელმძღვანელები დაინტერესდნენ iTechnic-ის მფლობელებით და აღმოაჩინეს, რომ კომპანია დააფუძნა ვალერიან ცერცვაძის მამამ, ცოლისძმამ, ასევე ცოლმა, რომელიც დღემდე კომპანიის გენერალურ მენეჯერად მუშაობს, აღნიშნეს iPlus-ში. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" გაარკვიეს, რომ iTechnic-ის ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში ცერცვაძემ სამსახურებრივი ავტომანქანა გამოიყენა. ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ოჯახმა კერძო საკუთრება iTechnic-ის სასარგებლოდ იპოთეკაში ჩადო. ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება iTechnic-ის სასარგებლოდ მიიღო და iPlus-ს 900 ათასი ლარის გადახდა დაავალდებულა. ამჟამად iPlus-ის ხელმძღვანელები ამზადებენ საჩივარს სააპელაციო სასამართლოში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები