საზოგადოება

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები წესდება

30.05.17 17:55


პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში გზებზე შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე - ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროს სადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;

31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები