პოლიტიკა

"რესპუბლიკელები"-"თავისუფალი დემოკრატები" - პარტიები ბლოკის შექმნაზე განაცხადს აკეთებენ

30.05.17 18:15


თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ კვლავ ერთიანდებიან, ამჯერად ოლიგარქის გარეშე.

როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, პარტიები საარჩევნო ბლოკს ქმნიან. აღნიშნულ ბლოკს მერობის სართო კანდიდატი ეყოლება და ის სავარაუდოდ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იქნება.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე ლიდერები მედიიასთან კომენტარს არ აკეთებენ. როგორც „ნიუპოსტს“ პარტიების პრესსამსახურში უთხრეს, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ ერთობლივ ბრიფინგს 15:00 საათზე გამართავენ.

უფრო ადრე პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერმა ნინო გაგუაძემ ისაუბრა.

„ახლოვდება თვითმართველობის არჩევნები და რა თქმა უნდა, პარტია ფიქრობს როგორ წარსდგება თვითმართველობის არჩევნებზე. გეტყვით, რომ აუცილებლად წარსდგება. ამ დღეებში ვიწყებთ კონსულტაციებს რესპუბლიკურ პარტიასთან და დასრულების შემდეგ, შევხდებით ჩვენი პარტიიის წევრებს, სადაც ერთად გადავწყვეტთ, რა სახით მივიღებთ მონაწილეობას თვითმართველობის არჩევნებში, მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“- განაცხადა გოგუაძემ.

კითხვაზე კონსულტაციების პირობებში თუ შეთანხდნენ მერობის კონკრეტულ კანდიდატზე ალეკო ელისაშვილზე გოგუაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილის მიმართ სიმაპათია აქვს.

„ჩვენ გვაქვს სიმპათია ალეკო ელისაშვილის მიმართ, ელისაშვილსაც არაერთხელ გამოუთქვამს ჩვენსა და რესპუბლიკელების მიმართ. ამის მიღმა ჯერ არავითარი კონსულტაციები არ არსებობს“- აღნიშნა გოგუაძემ.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე გაერთიანების შემთხვევაში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილებას თუ კოალიციას სახე ექნება ამ გაერთიანებას, გოგუაძემ აღნიშნა, რომ კონსესუსის შემთხვევაში ისინი ბლოკის სახით იქნებიან წარმოდგენილი თვითმართველობის არჩევნებში.

„თუ არჩევნებზე გავალთ ერთად, რა თქმა უნდა, იქნება საარჩევნო ბლოკი. თუმცა, ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“- განაცხადა გოგუაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები