პოლიტიკა

იან კელი: შეგვიძლია აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი M-240 ტიპის იარაღით

30.05.17 18:25


აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მან ცენტრის ფუნქციონირება დადებითად შეაფასა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ვხედავთ თუ როგორ განვითარდა ეს ცენტრი ძალიან კარგად ფუნქციონირებად ცენტრად”, – აღნიშნა იან კელიმ.

კელი საქართველოსთვის M-240 ტიპის ტყვიამფრქვევების გადმოცემასაც გამოეხმაურა.

“მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი M-240 ტიპის იარაღით.

ეს არის სტანდარტული იარაღი, რომელსაც იყენებს ნატოს შეიარაღება. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო იმ ჩვენი ერთგულების და მტკიცე გადაწყვეტილების, რათა დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში”, – განაცხადა ელჩმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები