პოლიტიკა

ანდჟეი დუდა - მინდა კმაყოფილება გამოვხატო, რომ დღეს თქვენს გვერდით ვიმყოფები - თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში

30.05.17 18:45


2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პოლონეთის მაშინდელ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინვე ჩამოვიდა საქართველოში ცენტრალური ევროპის ლიდერებთან, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბედნიეროდ, რუსეთის ეს აგრესია იმ მომენტისთვის შეჩერდა.

„როდესაც 2008 წელს კრიტიკული მომენტი დადგა, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინვე ჩამოვიდა საქართველოში ცენტრალური ევროპის ლიდერებთან, რათა თქვენთან ერთად ყოფილიყო. საბედნიეროდ, ეს აგრესია იმ მომენტისთის შეჩერდა. მე დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო, როგორც ერთმა უბრალო პოლონელმა, რომ დღეს თქვენს გვერდით ვიმყოფები თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები