პოლიტიკა

ცვლილებები კონსტიტუციაში - სახალხო განხილვის მეორე ეტაპი დღეს სრულდება

30.05.17 19:15


კოსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების მეორე ეტაპი, დღეს თბილისში დაგეგმილი შეხვედრებით დასრულდება.

მოსახლეობასთან შეხვედრა დედაქალაქის ორ რაიონში - დიდუბეში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ისანი-სამგორში გაიმართება.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ განხილვები შემდეგ ეტაპზე თემატურ ჯგუფებთან გაგრძელდეს.

„ეს განხილვები სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება და შესაძლოა თემატურად რაღაც ჯგუფებთან იყოს, მაგალითად სტუდენტებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. თუმცა მაშინ, როდესაც დასრულდება ეს განხილვები, ამასობაში ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და უკვე ჩვენ გვექნება საერთო სურათი. საპარლამენტო განხილვები იქნება უკვე ივნისში და ვფიქრობ, რომ პირველი ორი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მოხდება კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები