პოლიტიკა

სომხეთი საქართველოში ახალ ელჩს დანიშნავს

30.05.17 20:10


საქართველოში მალე სომხეთის ახალი ელჩი დაინიშნება, იუწყება „Sputnik-სომხეთი" გაზეთ „ჟამანაკზე" დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, თბილისში ელჩის თანამდებობაზე კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, პოლიტოლოგ სერგეი მინასიანს დანიშნავენ.

„თანამდებობების არჩევნების შემდგომი განაწილების შემდეგ საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობაზე რამდენიმე პრეტენდენტი იყო. მათ შორის, ახსენეს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ერმინე ნაგდალიანი", — წერს გაზეთი. ამჟამად საქართველოში სომხეთის ელჩია იური ვარდანიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობას 2014 წლის აგვისტოში შეუდგა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები